logo
ENG


აზარაშვილი კორონავირუსზე: შეზღუდვების შემოტანის საფუძველი არაა და არც იქნება
  • 766ნახვები

ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია. არის მინიმალურ ზღვარზე. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კოვიდის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს...

არაფერია საშიში, არაფერია საპანიკო, შეგვიძლია მშვიდად, ინფიცირების შემთხვევაში გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ და ეს რომ იყოს რაიმე შეზღუდვების, თუ ჩაკეტვის, თუ რაიმე აკრძალვების შემოტანის საფუძველი - ეს ასე არაა და არც იქნება.

პირბადეების გამოყენების საჭიროება არ არის, თუ ვინმეს უნდა გამოყენება, ამას ვერ ავუკრძალავთ.

 

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა