ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა - მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად - სიყალბე. მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა.
განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.
მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".
წერილზე პასუხად აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დეპუტატის წერილი იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო.