logo
ENG


ჰარცელი "ომში ჩართვაზე": არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება
კარლ ჰარცელი
14 ივლ, 2022 11:31
ჰარცელი "ომში ჩართვაზე": არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება
  • 787ნახვები

კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ.

ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს.

ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მოქალაქის კითხვაზე - "შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე?"



ასევე ნახეთ
close დახურვა