logo
ENG


ჰარცელი: EU-ში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ტემპი დამოკიდებულია რეფორმების წინსვლაზე
კარლ ჰარცელი
14 ივლ, 2022 11:55
ჰარცელი: EU-ში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ტემპი დამოკიდებულია რეფორმების წინსვლაზე
  • 704ნახვები

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით.

გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე.

ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად.

აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.



ასევე ნახეთ
close დახურვა