logo
ENG


ბოიჩენკო: ოკუპანტებმა 2-ჯერ მეტი მარიუპოლელი მოკლეს, ვიდრე ფაშისტებმა ოკუპაციის 2 წელში
  • 429ნახვები

ინტენსიური სროლის პერიოდში, რუსმა ოკუპანტებმა ორჯერ უფრო მეტი ადამიანი მოკლეს და გაანადგურეს, ვიდრე ფაშისტებმა 1941-1943 წლებში, 2-წლიანი ოკუპაციის დროს. შეგახსენებთ, მაშინ 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დღეს ჩვენი დაახლოებითი, ფრთხილი დათვლებით დაღუპულთა რიცხვი მარიუპოლში 20 000 აჭარბებს. და ეს მხოლოდ ისინი, ვისი აღრიცხვაც მოახერხა ხელისუფლებამ 24 მარტამდე, მარიუპოლში ყოფნის დროს. თუ წარმოვიდგენთ, რომ 1 356 საცხოვრებელ კორპუსში, რომლებიც რუსებმა ფერფლად აქციეს, თითოში 50 ადამიანი იმალებოდა, საშინელ რიცხვზე ავალთ. უნდა ითქვას, რომ ასევე არსებობს კერძო სექტორი - თითქმის 50 000 შენობა, რომელთა 40% მიწასთან გასწორებულია. ზოგიერთ სახლში იმყოფებოდნენ ადამიანები. ანუ 22 000 ადამიანი, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, მხოლოდ დაახლოებითი რიცხვია. ეს რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს

 

განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა