logo
ENG


კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: ჩვენ გვჭირდება მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა
  • 855ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც გაეგზავნა ევროკომისიის ხელმძღვანელს. თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, რომ ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამ კუთხით ევროკომისიის მხრიდან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა. მნიშვნელოვანია, ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს იმისთვის, რომ სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე, ჩანაწერი არ იყოს გამოყენებული დამატებითი პოლარიზაციისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი...

პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსების საქმე, პრემიერის ღირსების საქმე და თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, რომ არავის არ მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენს მმართველობის სისტემაზე. აქ არის საუბარი მარტივ სიყალბეზე, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ქვეყანა იმართება არა კონსტიტუციური სისტემის საფუძველზე, არამედ ოლიგარქიული პრინციპით, ეს არის ჩვეულებრივი ფეიკი და ამ ფეიკისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერა.



ასევე ნახეთ
close დახურვა