logo
ENG


მაკალისტერი: ევროპის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, მოითხოვს რეფორმებს
  • 373ნახვები

მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საბაზრო ეკონომიკის სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.

განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია.

[მასალა მომზადებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის სინქრონული თარგმანის მიხედვით]



ასევე ნახეთ
close დახურვა