logo
ENG


სტანო ოცნებას: სხვების დადანაშაულება დასტურია, EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ
პიტერ სტანო
21 ივლ, 2022 17:15
სტანო ოცნებას: სხვების დადანაშაულება დასტურია, EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ
  • 233ნახვები

საქართველო: რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება შენს მიერ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ უფრო მეტი დრო გჭირდებათ, რათა გაიგოთ თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა 4 წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის დასაკავშირებლად

წერს ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი, პიტერ სტანო ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკის საპასუხოდ. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კარლ ჰარცელი "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში". კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წარმომადგენლის რანგში ოთხწლიანი მისია დაასრულა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა