logo
ENG


კობახიძე: როცა ელჩისგან მარტივ კითხვებზე პასუხები არ კეთდება, ეს ეჭვებს აჩენს
  • 284ნახვები

რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: თქვენ ვერ გამახსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირის მხრიდან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. დავსვით გარკვეული კითხვები 2 თემაზე: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ბრალს დებს ელჩის სახელით ზეწოლაში, რა თქმა უნდა ამაზე კითხვების დასმა ჩვენი პასუხისმგებლობაა და ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეფასდება როგორც თავდასხმა.

ასევე, შეგახსენებთ, ჩვენი კოლეგის მხრიდან, პარლამენტარის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, რამდენად ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ხდება ეს საკითხები საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად რამდენად ემიჯნება ან არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. როდესაც ეს კითხვები ისმება, ამის შემდეგ ბუნებრივია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები. როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხების გაცემა და ამით წერტილი დასმა და ეს არ კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არაა თავდასხმა, როდესაც შეკითხვები ისმება, აქ შეიძლება მარტივად პასუხები გაიცეს და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. თუმცა, პრობლემა რა არის, როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეურაცხყოფას და თავდასხმებს გამოეხმაურა



ასევე ნახეთ
close დახურვა