logo
ENG


კასიანოვი: გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა
  • 524ნახვები

უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია შეიძლება, დაიყოს ოთხ პერიოდად. პირველი პერიოდი – ხალხებს შორის კონტაქტები, ვაჭრობა და შავი ზღვა. მეორე პერიოდი – საბჭოთა დრო, ხალხებს შორის ურთიერთობა, დაძმობილებული ქალაქები, პარტნიორული სამრეწველო თანამშრომლობა. მესამე, თანამედროვე პერიოდი, საერთაშორისო სამართლებრივი იდენტობა, ჩვენი პრიორიტეტების განსაზღვრა, ორივე ქვეყნის განვითარება, მიზნების მსგავსება საერთაშორისო საკითხებში, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ხოლო მეოთხე პერიოდი არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ბოლო წლებში უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს წარმატებებს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში. რუსეთის 24 თებერვლის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნებისთვის პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისკენ უნდა ებიძგებინა არამხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც.

რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში, უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელი მოხალისეები და მფრინავები იყვნენ. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, საქართველომ მიიღო მძლავრი შეიარაღების სისტემა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა და ეს ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობების ისტორია და აწმყო გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერით უკრაინა გადარჩება და გაიმარჯვებს, ხოლო მტერი დაისჯება.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით განაცხადა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრიი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა