logo
ENG


"3 პატიმარი შევიწყალე და დამთავრდა", - როგორ პასუხობს პრეზიდენტი კითხვას გვარამიაზე
  • 350ნახვები

[გვარამიას საქმეზე] ეს ჩემი შესაფასებელი არ არის, მე არ ვდგავარ სასამართლოზე ზემოთ, რომ ვთქვა რომ სწორი იყო სასამართლო ან არ იყო. ეს პუნქტი [მედიის თავისუფლებაზე] არის ზოგადი პუნქტი და ალბათ, შესასრულებელი, ამაზე უნდა იმუშაონ.

ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ დროს როცა დანიშნეს სასამართლო [ნიკა გვარამიას საქმეზე] ეს რეაქციები იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია რატომ აკეთებ ამას, როცა იცი რომ ყველა შუქი შენზე არის მომართული.

მე დეპოლარიზაციის მიზნით საკმარისად ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა. სამი ადამიანი შევიწყალე, თუ გახსოვთ: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა... დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები, არანაირად არ იყო საჭირო, ეს ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის.

 

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა