logo
ENG


გუტიერეში: ვგმობ ოდესის პორტზე თავდასხმას, შეთანხმების განხორციელება აუცილებელია
  • 308ნახვები

გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ დარტყმებს. გუშინ, ყველა მხარემ აიღო პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე, უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზარზე. ეს პროდუქტები აუცილებელია, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი დავძლიოთ და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვა შევამსუბუქოთ მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა

წერს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში თავის განცხადებაში. უკრაინიდან ხორბლის გატანის შესახებ კიევის და მოსკოვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.



ასევე ნახეთ
close დახურვა