რთული დრამატურგია წავიდა ამ ელჩთან და საელჩოსთან დაკავშირებით. აქ არის მარტივად საქმე - არსებობს გარკვეული კითხვები? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დასვას, მით უმეტეს პარლამენტის წევრს. დაისვა კითხვა, სხვათა შორის, ლეგიტიმური. საზოგადოებას, ჩვენ, ყველას ამ კითხვაზე პასუხები გვაინტერესებს. დარწმუნებული ვარ საელჩო და ელჩი პასუხს გასცემს. ის, რომ თურმე ელჩს კითხვა არ უნდა დაუსვა... თუ მადლობაა გადასახდელი საელჩოსთვის ან ელჩისთვის, ჩვენ ამას ვაკეთებთ, არც ჭიჭე ვაშაძეს დავეკითხებით და არც მსგავს მის კოლეგებისა. თუ გასაკრიტიკებელია რომელიმე ელჩი, არც ამას მოვერიდებით. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები და ტონსაც, კითხვასაც რამენაირად შევარჩევ.
ჩვენთვის დასავლეთი და ამერიკელები სტრატეგიული პარტნიორები არიან და მადლობას ვეუბნებით მთელი წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის, თუმცა იქ, სადაც არის კითხვები, ჩვენ თამამად ვსვამთ კითხვებს. წმინდანი ხომ არ არის? კითხვა დაისვა? - უნდა უპასუხო, გასაკრიტიკებელია? იმაზეც პასუხი უნდა მივიღოთ, მარტივია.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. გუშინ, 25 ივლისს, ოცნებიდან ფორმალურად წასულებმა მორიგი წერილი გაავრცელეს, სადაც კვლავ შეურაცხყოფას აყენებენ და თავს ესხმიან კელი დეგნანს და აცხადებენ, რომ მათ კითხვებზე ელჩისგან პასუხი ვერ მიიღეს.