logo
ENG


ღუდუშაური: ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან თანამშრომლობით, როგორც არცერთი მთავრობა არ ყოფილა
  • 697ნახვები

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ელჩთან დაკავშირებით ასეთი აღქმები არსებობს, ქართული ოცნების და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით. ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები.

როდესაც არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. უბრალოდ არ მესმის რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა, თავდასხმა ან მსგავსი რამ. მოსამართლე [ჩხიკვაძე] გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ის დაბლოკეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო გვარამიას საქმეზე, ცხადია ეს არის გაუგონარი რამ, მაშინ გამობრძანდნენ და თქვან, რომ ეს არის მისაღები. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განცხადება გაავრცელა და ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.

ელჩი დეგნანი სასამართლო სისტემაში ჩარევაში დაადანაშაულეს მოსამართლეებმა, მათ შორის ლაშა ჩხიკვაძემაც. მათ ამ განცხადებებს და დეზინფორმაციას კელი დეგნანმა რუსული ფსბ-ის სცენარი უწოდა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა