logo
ENG


პრაისი: ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს გუდაურში დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს
ნედ პრაისი
30 ივლ, 2022 19:46
პრაისი: ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს გუდაურში დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს
  • 683ნახვები

ვუცხადებთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს ყველა იმ ადამიანის ოჯახსა და მეგობრებს, ვინც გუდაურში ჩამოვარდნილ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში იმყოფებოდა. აშშ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით დგას.

აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. 

გუშინ, 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანისტების დასახმარებლად წასულმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა