logo
ENG


მდინარაძე: ბევრი ტურისტი არის კარგი და ჩვენ ტურისტებს ეროვნების მიხედვით არ ვარჩევთ
  • 774ნახვები

საქართველოს მოსახლეობის 10% კი არა 7%-ია შემოსული რუსების სახით, ისიც ტურისტული მიზნით და უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. რუსი ტურისტიც შემოდის, უკრაინელიც, ბელორუსიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაც და ევროპის ქვეყნებიდანაც. ეს არის ძალიან კარგი. ბევრი ტურისტი არის კარგი და ჩვენ ეროვნებით ტურისტებს არ ვარჩევთ, ეს დაიმახსოვროს ყველამ.

 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობის საკითხს.



ასევე ნახეთ
close დახურვა