ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში მაგალითად ტურიზმის სფერო, როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და უვიზო რეჟიმი დაუწესეს და ახლა გვეუბნებიან, რომ როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში, ტურიზმიდან შემოსულ შემოსავალს ურტყამენ, ურტყამენ ასევე იმას, რომ თითქოს რაღაც რუსულ ინტერესებს იცავს ხელისუფლება...რუსი ტურისტები საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, მოგონილი ამბავია
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ ლელო საქართველოსთვის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემოღებას ითვალისწინებს.