კობახიძე აშკარად გაღიზიანებულია ჩვენი მოსახლეობის მაღალი თვითშეგნებით. ის რომ ჩვენმა მოსახლეობამ ზოგადად აირჩია ევროპის კურსი, ეს რა თქმა უნდა აფრთხობს და ამ ყველაფერს ეძახის ახლა ქსენოფობიას - ახალი სიტყვა გამოიგონა. თან ადანაშაულებს თავის მოქალაქეებს ქსენოფობიაში, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 90-იანი წლები გაიარეს, 2008 წლის ომი გამოიარეს, ერთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ აქ მშვიდობიან მოქალაქეებს ვინმე თავს ესხმოდეს.
ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ბაჩო დოლიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბოლო დროინდელ განცხადებებს, რომელიც რუსუთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ ჩამოსვლას ეხება.