logo
ENG


ღარიბაშვილი: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019-ის მონაცემს გადააჭარბა
  • 895ნახვები

ივლისში, მოგზაურობიდან ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად, პანდემიის შემდეგ, 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა. არათუ მოხდა აღდგენა და გათანაბრება, არამედ გაასწრო. ასევე გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი, კერძოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 476 მილიონი დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია. ხოლო თუ ჩვენ ამას შევადარებით 2021 წლის მაჩვენებელს ეს არის დაახლოებით 130%-ით მეტი.

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა