logo
ENG


ჯაფარიძე: არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ, არ დაკარგოთ რწმენა, უნდა გავბევრდეთ
  • 695ნახვები
დაპირებული პოსტი
თუ ფიქრობთ რომ:
1. ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები
2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან
3. ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის
4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ
5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს
6. შესაბამისად ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად
და მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ პროტესტში, რომელიც მიმართულია:
1. დაუმორჩილებლობისკენ
2. აბუჩად აგდება/დაცინვისკენ
3. საბოტაჟისკენ
4. პარალიზებისკენ
და საბოლოო ჯამში რიგგარეშე არჩევნებით ამათი სახლში გაშვებისკენ
შეგიძლიათ დაგვეხმაროთ შემდეგი ფორმებით:
1. ასეთი შინაარსის საპროტესტო იდეები შეგიძლიათ პირდაპირ მომწეროთ აქ, ამ გვერდზე, მესიჯად ან კომენტარის სახით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ კონფიდენციალურობის შენარჩუნება, იდეები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: https://sarahah.top/u/kherkhi.
2. თუ გადაწყვეტთ ფიზიკურად ჩაერთოთ საპროტესტო აქტივობებში, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე და ჩვენ დაგიკავშირდებით, შეგხვდებით, მოგიყვებით რას ვაპირებთ და რაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა: https://bit.ly/3zQUua5
3. თუ იდეების მოფიქრება არ არის თქვენი ძლიერი მხარე ან არ გაქვთ ამისი დრო, და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ფულით:
GE09TB7736645061600010
GE71BG0000000203150900
GE16LB0711127502707000
4. გარშემო ელაპარაკეთ ხალხს. რაც შეიძლება ბევრს. ყოველდღე. არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ. არ დაკარგოთ რწმენა. უნდა გავბევრდეთ. ეგ უნდათ ზუსტად ამ უსინდისო პარაზიტებს რომ თქვენ გაჩუმდეთ და გაჩერდეთ ნებისმიერი მიზეზით. არ გაახაროთ ეს სი*ები, პირიქით. ბევრნი თუ ვიქნებით, ვერაფერი გაგვაჩერებს.
თუ არცერთს და საერთოდ არაფერს აპირებთ, დაელოდეთ კავკასიურ ბურიატიაში ან მექსიკა-ამერიკის საზღავრზე გაღვიძებას.

წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე Facebook გვერდზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა