logo
ENG


ზელენსკი: სიტყვა "დანგრეული" არასოდეს იქნება უკრაინისთვის შესაბამისი სიტყვა
  • 991ნახვები

დღეს მინდა ცალკე მივმართო ჩვენი ყველა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი ძალადობრივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან. ხარკივი და ნიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნიპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე... ყველასთვის, ვინც განიცდის ამ მუდმივ საშინელებას, სიცოცხლის ნგრევასა და ყველაფრის განადგურების, რაც ცხოვრებას ნორმალურობას სძენს. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ამ დარტყმას უპასუხოდ. ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებზე. და ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ყველა მათგანს. ვერც ერთი მკვლელი ვერ დაიმალება. და რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს. სიტყვა "დანგრეული" არასოდეს იქნება უკრაინისთვის შესაბამისი სიტყვა, ჩვენი ქალაქებისთვის. 
მარადიული დიდება ყველას, ვინც აახლოებს ჩვენს გამარჯვებას!
მარადიული დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის!
დიდება უკრაინას!

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა