logo
ENG


სიმონიშვილი: კომისია დარწმუნდა, რომ არ გვაქვს კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს
  • 906ნახვები

ვენეციის კომისია განსაკუთრებით ბოლო წლის მაგალითზე დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რეალურად დაიცავს ადამიანის უფლებებს და დაიცავს ბალანსს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ამ ბალანსს ჩვენი კანონმდებლობა ვერ იცავს. ეს კანონმდებლობა უშვებს და აწესებს უამრავ ხვრელს, სახელმწიფოს შეუძლია რომ პირდაპირ ამ ხვრელის გამოყენებით ჩვენ უკანონოდ, ფარულად გვისმინოს. ამდენად, ჩვენ მთლიანად კანონმდებლობის გადახედვა გვითხრა [ვენეციის კომისიამ] და არა მხოლოდ ამ ბოლო ცვლილებების.

 

აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი, ნიკა სიმონიშვილი.

მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ 26 აგვისტოს გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა