logo
ENG


ლაიენი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება
  • 1026ნახვები

მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს პასუხს რუსეთის აგრესიაზე. ამ წლის დასაწყისში რუსეთმა და ჩინეთმა ღიად გამოაცხადეს ე.წ. შეუზღუდავი მეგობრობა და რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე უფრო მკაფიო. თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევა და საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია...

ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად და ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს და მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირად დაუჯდებათ.

განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნასზე სიტყვით გამოსვლლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა