logo
ENG


ზურაბიშვილი: გაეროში უნდა გავფანტოთ ეჭვები უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობაზე
  • 698ნახვები

3 კვირაში იმართება გაეროში გენასამბლეა, როგორც ჩანს პრემიერი იქაც აპირებს, წარადგინოს საქართველო. ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია. მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ. ვიცით ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით? და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის რომ ზურგს უკან არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვას არავინ არაფერს არ გვთხოვს: არც დამატებით სანქციებს, ეს ტყუილია, არც ჩვენს ჩართვას რამეში.

მაგრამ ის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას და ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, გაეროში, რადგან იქ სხვა თემა არ იქნება: ოკუპაცია, ომი და ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია: ჩვენ გვინდა ვიყოთ აღქმული, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის, ღირებულებების ნაწილია. რომელიც მონაწილეა იმ ცივილიზებული, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. 

ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, კვირაში, თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად. იმიტომ, რომ ოპოზიციაც უნდა გამოვიდეს თავის რაღაც ბოიკოტიდან, იმიტომ რომ ყველა იქნება პასუხისმგებელი, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლების არის და მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს.
 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა