logo
ENG


კრამერი: EU-ს ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, ეს არაა მენიუ, საიდანაც რომელიმეს აარჩევ
  • 721ნახვები

ვფიქრობ, გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას სერიოზულია. მათ [გამოწვევებს] შორის ერთ-ერთი არაა ქართველი ხალხის სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და NATO-ში. ასე რომ ვფიქრობ ქვეყანას სწორი მიმართულება აქვს. არის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას და იმედია ამას გააკეთებს, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინსტიტუციებისკენ. იმედი მაქვს, ევროკავშირის პოზიცია გამოსაღვიძებელი სიგნალია იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ევროკავშირის ყოველი პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს არაა მენიუ, საიდანაც რაიმე უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა გადაიჭრას.

დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანი პუნქტია, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, თუმცა დეოლიგარქიზაცია ისევე მნიშვნელოვანია როგორც სხვები. ამ კუთხით ჩემი აზრი არაერთხელ გამოვხატე პრობლემებზე და პოზიცია არ შემიცვლია, ვფიქრობ ესაა პრობლემა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს საქართველო მიუახლოვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შემდეგ კი, იმედია წევრობას. 

 

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა.

კრამერი ევროპარლამენტარებთან, ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თბილისში 5-6 სექტემბერს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში "დიდება უკრაინას". კონფერენციის მონაწილეები დღეს სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

 


ასევე ნახეთ
close დახურვა