logo
ENG


ლინკევიჩუსი: არჩევნების შემდეგ ერთმანეთის დაპატიმრება ცუდი ტრადიციაა, ეს გამოსავალი არაა
  • 825ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს - სამოქალაქო საზოგადოებაც, უმრავლესობაც, ოპოზიციაც. ვიცი, რომ ეს მარტივი სათქმელია, თუმცა ეს უნდა მოხდეს. ცუდი ტრადიციაა - არჩევნების შემდეგ ერთმანეთის დაპატიმრება, ერთმანეთის დაპატიმრება გამოსავალი არაა. პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების და პარტიული ინტერესის ნაცვლად, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესზე უნდა იფიქრონ.

ძალიან მტკივნეულად იქნა აღქმული ევროპული პერსპექტივაც, რადგან კანდიდატის სტატუსი არ მოგენიჭათ. ყოველთვის ვამბობ, რომ ამას პოზიტიურად უნდა შეხედოთ იმიტომ, რომ თქვენ ევროპული ოჯახის წევრი გახდით, გაქვთ ევროპული პერსპექტივა და ძალიან კონკრეტული საგზაო რუკაც იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციაა. არ ვიცი, არის თუ არა მომზადებული რაიმე კანონი და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს კანონი, თუმცა უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი, მათ შორის ერთ-ერთი ესაა. ოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ვიღაც, ვინც არ იყო არჩეული და არ აქვს თანამდებობა, გავლენას ახდენს სტრუქტურაზე. ეს დემოკრატია არაა. შეიძლება, ამის უკან იდგეს კარგი მიზეზი, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს.

აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი. საქართველოში 5-6 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა