logo
ENG


კობახიძე ოთხეულზე: შეიძლება, მართალი იყო მათი განცხადებები, მაგრამ არც ერთი დაგვიდასტურებია
  • 720ნახვები

ეს ოთხი ადამიანი [ოცნებიდან ფორმალურად წასულები] და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა აკეთებდა განცხადებებს და ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ასეთი ტიპის საჯარო რიტორიკაში და პოლემიკაში ვერ შევალთ, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ამის გამო არც ერთხელ, არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე განცხადება ან თუნდაც ყველა განცხადება, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და შესაბამისად, გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა და ვერ შევალთ ამაში. ამიტომ, არც ერთი განცხადება ჩვენ არ დაგვიდასტურებია.

 

ამბობს პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნეის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიიდან ფორმალურად წასულ 4 დეპუტატზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა