logo
ENG


კობახიძე უკრაინის სანქციებზე: სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ
  • 880ნახვები

ანტიკორუფციული სააგენტო იყო, ვინც გამოაქვეყნა ეს სია, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, თუ არ ვცდები. ანუ, აქ რასთან გვაქვს საქმე, ყველა ხედავს. დღეს უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს: პირველი არის ომი და მეორე არის კორუფცია, რაშიც იხრჩობა უკრაინა, საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს ამას. ნაცვლად იმისა, რომ მიხედონ ამას, ეს ადამიანები დაკავებული არიან რაღაც აბსურდით და არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი. როგორი სიაც არ უნდა დაიდოს ამ ადამიანების მხრიდან, როგორც კორუფცია ვერ აღმოფხვრეს საკუთარ ქვეყანაში, ასეთი წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა.

ზოგადად სანქცირება შეიძლება, ვიღაცისთვის შანტაჟის ეფექტური ინსტრუმენტია, მაგრამ რაც არ უნდა ინიციატივა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერავინ გვაიძულებს, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ გავაჩაღოთ აქ ომი...

ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ ან თორნიკე შენგელია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტმა მას ჰკითხა დავით არახამიას განცხადების შესახებ, რომ უკრაინის მიერ მოთხოვნილ სანქცირებულთა სიაში "ჯერჯერობით ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან".

5 სექტემბერს უკრაინულმა მხარემ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა ადამიანები, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა