logo
ENG


ტრასი: ელისაბედ II იყო საძირკველი, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა
ლიზ ტრასი
08 სექ, 2022 23:24
ტრასი: ელისაბედ II იყო საძირკველი, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა
  • 447ნახვები

ჩვენ ყველა დამწუხრებულები ვართ იმ ამბებით, რაც ბალმორალიდან ახლახან შევიტყვეთ. დედოფლის გარდაცვალება ერისა და მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელია. ის იყო საძირკველი, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ჩვენი ქვეყანა მისი მმართველობის ქვეშ აყვავდა.

ბრიტანეთი დღეს დიდებული ქვეყანა მისი დამსახურებითაა. ის სამეფო ტახტზე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელში ავიდა. ის მხარს უჭერდა თანამეგობრობის განვითარებას  - 7 ქვეყნისგან შემდგარი პატარა ჯგუფიდან მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მდებარე 56 ერის ოჯახამდე. ჩვენ ახლა თანამედროვე, წარმატებული, დინამიკური ერი ვართ.

ჭირსა თუ ლხინში, დედოფალ ელისაბედს ჩვენთვის ის სტაბილურობა და ძალა მოჰქონდა, რაც გვჭირდებოდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავარი სული იყო - და ეს სულისკვეთება გაგრძელდება. ის ჩვენი მონარქი ყველაზე ხანგრძლივო დროით იყო. 

70 წლის განმავლობაში ამგვარი ღირსებითა და მადლით მეთაურობა არაჩვეულებრივი მიღწევაა. მისი მსახურების პერიოდი აჭარბებს ჩვენი უმეტესობის სიცოცხლის მოგონებებს. სანაცვლოდ ის უყვარდათ და აფასებდნენ გაერთიანებულ სამეფოსა და მთელს მსოფლიოში.

ის ჩემთვის და ბევრი ბრიტანეთისთვის პირადი შთაგონების წყარო იყო. ვალდებულებებისადმი მისი ერთგულება ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითოა. ამ კვირის დასაწყისში, 96 წლის ასაკში ის კვლავ მიზანდასახული იყო, რომ საკუთარი ვალდებულებები განეხორციელებინა და მე, მისთვის მე-15 პრემიერ მინისტრად დამნიშნა.

თავისი ცხოვრების განმავლობაში, ის 100-ზე მეტ ქვეყანას ეწვია და მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

მომავლის რთულ დღეებში ჩვენ მთელ გაერთიანებულ სამეფოში, თანამეგობრობასა და მსოფლიოში ჩვენ მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ მისი არაჩვეულებრივი ცხოვრების აღნიშვნას.

ეს უდიდესი დანაკარგის დღეა, მაგრამ დედოფალი ელისაბედ II ტოვებს დიდ მემკვიდრეობას.

დღეს, ისე როგორც 1000 წელზე მეტია ხდება,  გვირგვინი გადაეცემა ჩვენს ახალ მონარქს, ჩვენი სახელმწიფოს ახალ მეთაურს: მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს.

მეფის ოჯახთან ერთად ჩვენ ვგლოვობთ მისი დედის გარდაცვალებას. და გლოვისას ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ხალხი, რათა მას მხარი დავუჭიროთ. რათა დავეხმაროთ მას, აიღოს ეს შესანიშნავი პასუხისმგებლობა რომელსაც ის ახლა ყველა ჩვენგანისთვის ატარებს.

ჩვენ მას ისეთსავე ერთგულებას აღვუთქვამთ, როგორსაც დედამისი ძალიან ბევრს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უძღვნიდა. და მეორე ელიზაბეთური ხანის დასრულების შემდეგ ჩვენ გადავდივართ ჩვენი დიადი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიის ახალ ხანაში - შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: "ღმერთო, დაიფარე მეფე!"

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ. 

ელისაბედ II დღეს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დედოფლის ტიტულს 70 წლის განმავლობაში ატარებდა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა