logo
ENG


ჯონსონი ელისაბედ II-ზე: ჩვენს გულებში არის ტკივილი, დანაკარგის ღრმა, პირადი განცდა
  • 614ნახვები

ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სევდიანი დღეა. თითოეული ჩვენგანის გულში არის ტკივილი, რომელიც დედოფლის გარდაცვალებას უკავშირდება, დანაკარგის ღრმა, პირადი განცდა - ალბათ, იმაზე ძლიერი, ვიდრე ველოდით.

ამბის გაგების შემდეგ ამ პირველ, ულმობელ წუთებში ვიცი, რომ მილიონობით ადამიანმა შეწყვიტა ნებისმიერი საქმიანობა, რათა ეფიქრათ დედოფალ ელისაბედზე, იმ მბრწყინავ, კაშკაშა სინათლეზე, რომელიც საბოლოოდ მიინავლა.

ის ისე უდროოდ და ისე მშვენივრად გამოიყურებოდა, რომ ვშიშობ, ბავშვურად დავიჯერეთ, რომ უბრალოდ სულ იქნებოდა და იქნებოდა.

მსოფლიოს გარშემო კვლავ და კვლავ ზვირთდება სევდის ტალღები ბალმორალიდან - სადაც მთელ სამეფო ოჯახის გარშემო ჩვენი ფიქრებია თავმოყრილი - და ამ ქვეყნის მიღმა, შორს აღწევს და იმ დიდი თანამეგობრობის ქვეყნებს მოიცავს, რომელზეც ის ასე სათუთად ზრუნავდა და სადაც საპასუხოდ ისიც უყვარდათ.

განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ.

ელისაბედ II დღეს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დედოფლის ტიტულს 70 წლის განმავლობაში ატარებდა.  

 


ასევე ნახეთ
close დახურვა