მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ დღეს უკვე უკრაინაში სერიოზული წინსვლა მიმდინარეობს და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. მე დიდი ხანია ამის შესახებ ვთქვი, თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთმა, რუსეთის ხელისუფლებამ და შეუძლებელია, რომ ამას პასუხი არ გაეცეს. საბოლოო ჯამში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს როგორც ჩვენს მიმართ ისე უკრაინი მიმართ არასწორად და უსამართლოდ მოიქცა. უწინდესმა იქ ხელისუფლებას უთხრა ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ რასაც ჩვენს წინააღმდეგ აკეთებთო და ახლა ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ.
ამის შესახებ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგების დროს ისაუბრა.