logo
ENG


ზელენსკის თქმით, უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლა
  • 1165ნახვები

ამ დროისთვის სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულებულია 4 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე. დაახლოებით იგივე ფართობის ტერიტორიაზე კი სტაბილიზაცია გრძელდება. მიმდინარეობს დარჩენილი ოკუპანტებისა და დივერსიული ჯგუფების გამოვლენა, თანამშრომელთა დაკავება და სრული უსაფრთხოების აღდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ჯარებთან ერთად, ჩვენი დროშით, ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით დეოკუპირებულ ტერიტორიაზე

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა