logo
ENG


ლინკევიჩუსი: შეიძლება, სააკაშვილი გიყვარდეს ან არა, თუმცა ის თუ გარდაიცვალა, ვინ მოიგებს?
  • 691ნახვები

შეიძლება, გიყვარდეს ან არ გიყვარდეს სააკაშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რეალობაა, რომ არსებობს ექიმების დასკვნები, რომ მას დღესდღეობით ვერ მკურნალობენ შესაბამისად და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ეს არამარტო სასამართლოს, არამედ მთავრობის პასუხისმგებლობაცაა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ის ამ ვითარებაში გარდაიცვალა, ვინ დარჩება მოგებული? ერთია ოჯახური ტრაგედია, რომელსაც ადგილი ექნება, მაგრამ ეს გამოუსწორებელი იქნება ქვეყნისთვისაც. ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, იმ შესაძლო ზიზღის მიუხედავად, რაც შეიძლება ზოგს ამოძრავებდეს. ეს ყველაზე სერიოზული შემთხვევაა. იმის კითხვა - რისთვისაა ეს საჭირო? ძალაუფლების დემონსტრირებისთვის თუ იმ შესაძლო ზიანის არაღიარებისთვის, რაც ყველას მიადგება, მათ შორის ქვეყნის იმიჯს? როცა ელაპარაკები ბრიუსელს ან საერთაშორისო მოკავშირეებს, ეს თემები მნიშვნელოვანია, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიმართებითაც. ფაქტია, რომ ამ საკითხებს შესაბამისი ყურადღებით არ განიხილავენ და იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომები შეიცვლება.

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა