logo
ENG


ლინკევიჩუსი: ამბობენ, რომ ომი თებერვალში დაიწყო, მე ათვლას უფრო შორიდან, 2008-დან დავიწყებდი
  • 667ნახვები

როდესაც ვიხსენებთ 2008 წელს და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას, ეს იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ყველა უნდა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

მე დღესაც ამაზე ვსაუბრობდი, რამდენჯერ უნდა დარეკოს მაღვიძარამ, რომ გამოვფხიზლდეთ? წესით ერთი საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ ბევრი ასეთი ზარი დაგვჭირდა. ახლაც ბევრი ამბობს, რომ ომი თებერვალში დაიწყო, ბევრი ამას კიდევ რვა წელს უმატებს, რეალურად ომი ბევრად ადრე დაიწყო, კიდევ უფრო შორს წავიდოდი და ათვლას 2008 წლიდან დავიწყებდი.

რა მოხდა მაშინ? - სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაცია. როგორი იყო რეაქცია? - მძაფრი, მაგრამ არასაკმარისად. რამდენიმე თვეში ძველი ურთიერთობები აღდგა, მაგრამ ახლა მგონი, ყველამ გაიგო, რომ ეს არ იყო მართებული. ეს არ არის ის, რაც მარტო საქართველოს შეეხო მაშინ, ან უკრაინას დღეს. ეს არის შეტევა იმ მთავარ ღირებულებებზე, რაზეც დემოკრატიული სამყარო დგას. ახლა უკან დახევის ფუფუნება აღარ გვაქვს, ყველა აცნობიერებს, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება. ერთადერთი გამოსავალია უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, სხვაგვარად მათ მოქმედებას ვერაფერი შეცვლის. მჯერა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი კონტინენტის დემოკრატიულო მომავლისთვის.

 

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა