"სამ-დღიანი ომის" 210-ე დღე. რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურებას ითხოვდნენ საბოლოოდ მიიღეს:
1. მობილიზაცია;
2. ჩაკეტილი საზღვრები, საბანკო ანგარიშების დაბლოკვა;
3. ციხე დეზერტირებისთვის.
ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვით მიდის, არა? ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ პუტინის მიმართვას გამოეხმაურა.
დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.