ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარია, ისეთი ლამაზია, რომ რიგები დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან დგას იქ და კანონის შესაბამისად ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ. ის, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის, უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე.
რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა, რომ ბოლო დღეებს ითვლის სავარაუდოდ, პუტინის რეჟიმი, ასე არ არის, მეგობრებო. თუ არ ვცდები, თვითონ აქვთ იქ ჩაკეტილი...
იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ, დაისვენონ, მივიღებთ ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნიდან.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლის გაზრდილ ნაკადზე.