დღეს გვაქვს გამოწვევა, გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, თუ რატომ არის გადაადგილება პრობლემური დედაქალაქში. საკმაოდ კომპლექსური თემაა და მხოლოდ ერთი კომპლექსური მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად, ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, რომ ადამიანმა 500 - 700 დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება მოახერხოს. ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს. გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი.
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.