logo
ENG


სამხარაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს და ბელარუსის ურთიერთობებს ძირს უთხრის
  • 608ნახვები

გუშინ, აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არის ცალსახად საქართველოს სუვერენიტეტის ძალიან უხეში დარღვევა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ფუნდამენტური პრინციპის, რომელიც არის საერთაშორისო სამართალში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია.

ყველაფერ ამასთან ერთად ეს არის საქართველოს ოკუპაციის კანონის დარღვევაც, ამიტომ ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის საქართველოს და ბელარუსს შორის ურთიერთობებისთვის, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში იმაზე, რომ ჩვენსა და ბელარუსს შორის ამის შემდეგ ნორმალურად გაგრძელდება და განვითარდება ურთიერთობები, მანამ სანამ არ მივიღებთ მკაფიო და ცალსახა ახსნა-განმარტებას იმაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ე.წ ვიზიტი.

 

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა