logo
ENG


სტოლტენბერგი უკრაინის განაცხადზე: არაერთხელ ვთქვით, რომ ნატოს კარი რჩება ღიად
  • 1191ნახვები

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს უფლება შეიტანოს განაცხადი ნატოში წევრობაზე და ნატოს მოკავშირეები ამას პატივს სცემენ. და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატოს კარი რჩება ღიად. ჩვენ ეს ვაჩვენეთ გასული წლების განმავლობაში. ნატოს წევრებმა, მადრიდში გამართულ სამიტზე, მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას საკუთარი გზა თვითონ აირჩიოს, რათა გადაწყვიტოს, რომელი უსაფრთხოების მექანიზმის მონაწილე უნდა რომ იყოს. შემდეგ წევრობაზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული 30 მოკავშირის მიერ და ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით ვიღებთ. ჩვენი ყურადღება ახლა კონცენტრირებულია უკრაინის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რათა დავეხმაროთ მას თავდაცვაში რუსული სასტიკი შეჭრისგან. ეს არის მთავარი აქცენტი და ნატოს წევრების მთავარი ძალისხმევა

 

განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. უკრაინას NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს



ასევე ნახეთ
close დახურვა