პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ზედმეტად ცინიკურად ჟღერს რუსეთისთვისაც კი. 24 საათზე ნაკლები დროის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა 12 რაკეტა გაისროლეს ზაპორიჟიეს საცხოვრებელ უბანში, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის ვინც არის.
გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.