logo
ENG


პოდოლიაკი: პუტინმა იურიდიულად დაადასტურა ომის მართვის ტერორისტული ტიპი
  • 491ნახვები

10 ოქტომბერს რუსეთის თავდასხმამ დიდი შოკი გამოიწვია ჩვენს პარტნიორებში და უკვე მიხვდნენ, რომ ასეთი სახით რუსეთთან საუბარს აზრი არ აქვს და საჭიროა, რომ უკრაინას საკმარისი რაოდენობის ანტისარაკეტო სისტემები მიაწოდონ. გერმანული სისტემა IRIS-T უკვე მუშაობს, ჩვენ ველოდებით უმოკლეს დროში დამატებითი NASAMS-ის სისტემების მოწოდებას. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ მშვიდობიანი ქალაქები დავიცვათ, მით უმეტეს, როცა ბატონი პუტინი უსაფრთხოების საბჭოს წინაშე გამოსვლისას ამბობს, რომ აუცილებლად მიიჩნევს ინფრასტრუქტურულ და სამოქალაქო მიზნებზე თავდასხმების განხორციელებას და მან იურიდიულად დაადასტურა ომის მართვის ტერორისტული ტიპი.

განაცხადა ფორმულასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა