logo
ENG


პოდოლიაკი: ახლა რუსეთი რაოდენობით იბრძვის და არა ხარისხით
  • 343ნახვები

რუსეთი არაადეკვატურად აფასებს როგორც თავის სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე უკრაინის და ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობებს. რუსეთს ყავს არასრულფასოვანი არმია, ძალიან დაბალი და ცუდი სტრატეგიული და ტაქტიკური მართვის უნარით. [...] რუსეთი ახლა რაოდენობით იბრძვის და არა ხარისხით. რუსეთი თანამედროვე ომისთვის მზად არ არის. მისი თავდასხმებით რუსეთმა თავად დაადასტურა, რომ ის არ არის მზად წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინის ძალებს. [...] უკრაინამ უკვე მიიღო თავისთვის პრინციპული გადაწყვეტილება, იომოს თავისი ტერიტორიებისთვის ბოლომდე გათავისუფლებისთვის. რუსეთმა უნდა წააგოს და პარტნიორები ამაში გვეთანხმებიან. [...] რუსეთმა თავისი ქმედებით, პირველი- დააჩქარა ჩვენთვის სისტემების მოწოდება, მეორე- აჩვენა, რომ მისი არმია არაფრის მაქნისია და მესამე- იურიდიულად გააფორმა, რომ ეს არის ტერორისტული ომი, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვი.[..]

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ფორმულასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა