logo
ENG


პატრიარქი დაღუპული მოზარდის მშობლებს: გარდაცვალება არის დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა
ილია II
14 ოქტ, 2022 01:35
პატრიარქი დაღუპული მოზარდის მშობლებს: გარდაცვალება არის დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა
  • 1236ნახვები

მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს

ბატონო დავით, ქალბატონო ანა,

დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.

ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.

ღმერთი იყოს თქვენი შემწე.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მოზარდის მშობლებს უსამძიმრებს

 


ასევე ნახეთ
close დახურვა