logo
ENG


ბოკერია სანქციებზე: არაფერს ცვლის ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არაა სიაში, მასზეა საუბარი
გიგა ბოკერია
20 ოქტ, 2022 17:48
ბოკერია სანქციებზე: არაფერს ცვლის ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არაა სიაში, მასზეა საუბარი
  • 1272ნახვები

ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არ არის ამ სიაში, ეს არ ცვლის არაფერს, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება. ეს არის ჩვენი მძიმე რეალობის კიდევ ერთხელ გაფორმება - ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელიც მთელი თავისუფალი სამყაროს ობიექტია, არის დაპირისპირებაში, ანუ ბოროტების მხარესაა, თავისუფლების წინააღმდეგ.

ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს. უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ის, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

საბოლოო ჯამში, ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ, მე უბრალოდ ვარ კრიტიკული ამ მოლოდინების შექმნის მიმართ, რომ ეს შეცვლის ჩვენთან რეალობას. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო სანქცირებული იყო დიდი ხანი ძალიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვეპაროს ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა