logo
ENG


პოდოლიაკი: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით კრემლს ლტოლვილების ნაკადის გამოწვევა სურს
  • 734ნახვები

უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით კრემლს სურს, ევროპაში ლტოლვილების ახალი ნაკადები გამოიწვიოს. შეძლებს თუ არა პუტინი თავისი გეგმის განხორციელებას ევროპული დედაქალაქების ლიდერებზეა დამოკიდებული. ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერების ერთადერთი გზა საჰაერო თავდაცვის და დამატებითი რაკეტების სწრაფად მოწოდებაა.

ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. 

დღეს დილით რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.  უკრაინის ცნობით, ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად ქვეყნის 7 რეგიონში 1.5 მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა