logo
ENG


ვოლსკი: არ არსებობს საკითხების წრე, რომელზეც ზურაბიშვილმა, შეიძლება, ალიევთან ისაუბროს
გია ვოლსკი
24 ოქტ, 2022 22:42
ვოლსკი: არ არსებობს საკითხების წრე, რომელზეც ზურაბიშვილმა, შეიძლება, ალიევთან ისაუბროს
  • 572ნახვები

არ არის აუცილებლობა გათვალისწინებული პროტოკოლში - სტუმრები ჩამოდიან, რომელი კონფესიისაც არ უნდა იყვნენ, პატრიარქსაც ხვდებიან, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ ჯერზე არ იყო და მე არ მგონია, რომ გერმანიის პრეზიდენტი გამოვიდეს და როდესაც სახელმწიფოში ვიზიტია, რომელიმე ქვეყნის მეთაურის, მასთან არ შეხვედრის გამო დიდი ემოცია გამოხატოს...

ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა. მე ვერ ვხედავ ამ თემაზე ამდენი ლაპარაკის აუცილებლობას, მე ვიცი, რომ საგანგებო მნიშვნელობის საკითხები ჰქონდა [ილჰამ ალიევს] და არ მგონია, რომ ამ ვიზიტის თემა უნდა გადაიფაროს იმით, შეხვდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციით ის უფლებამოსილებები, ის ვალდებულებები, რომ მაინც და მაინც ეს შეხვედრა შემდგარიყო, მით უმეტეს დროშიც შეზღუდული იყო საკმაოდ...

ცალკე მოწვევა რა არის? საერთოდ, რომ იწვევ პრეზიდენტს ან პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რასაკვირველია, ის საკითხების წრესაც განსაზღვრავ და არ არსებობს ის საკითხების წრე, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს - საქმეების, საკითხების შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული.

თქვა ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ პალიტრანიუსის ეთერში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბშვილი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა