logo
ENG


ზელენსკი ისრაელს: არ არის დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისთან ხართ?
  • 509ნახვები

არ არის დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისთან ხართ? დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, რომელიც მხარდამხარ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს? თუ მათთან, ვინც ხუჭავს თვალებს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როცა ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრულად განადგურებაა?

[...]მე მადლიერი ვარ ებრაელი ხალხის გაგებისთვის და დახმარებისთვის, მათ შორის სამედიცინო დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ თქვენი საზოგადოებისგან! მადლობა თქვენ და ყველა ებრაულ მედიას, რომელიც ამ ომთან დაკავშირებით სიმართლეს აშუქებს. მადლობა ყველა ჩვენ ხალხს, რომლებიც გამოდიოდნენ ქუჩებში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და ჩვენ ვხედავდით: ჩვენ მხარს გვიჭერენ მიწაზე და მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერას ცაშიც!

ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Haaretz-ის დემოკრატიის სამიტზე მსმენელებს. 21 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემს.



ასევე ნახეთ
close დახურვა