logo
ENG


მურუსიძე: ვამბობ, რომ ვარ გავლენიანი, დამიდასტურეთ, რომ ამ გავლენებს ცუდად ვიყენებ
  • 340ნახვები

მე ვფიქრობ, რომ გავლენიანი ზოგადად ცუდი სიტყვა არ არის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ ვართ, რომ არის გავლენიანი, მთავარია ამ გავლენას რაში გამოიყენებ... ამიტომ მე ვამბობ, რომ ვარ გავლენიანი, რა თქმა უნდა, რატომ მებრძვიან აბა? სასამართლო ხელისუფლებაში ხელის ფათური უნდათ რეალურად.

მოვედი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვარ, რა არაფორმალურ გავლენებზე... თქვენ დამიდასტურეთ, რომ ამ გავლენებს ცუდად ვიყენებ. გადახედეთ სტატისტიკას სასამართლოსი, როგორი იყო 10 წლის წინ, როგორია ახლა. ვიყენებ ცუდად [გავლენებს]?

პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა ლევან მურუსიძემ, რომელიც 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩიეს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა