logo
ENG


კელი EU-ს სტატუსზე: შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება, თუ მთავრობა ძალისხმევას არ გამოიჩენს
იან კელი
31 ოქტ, 2022 21:31
კელი EU-ს სტატუსზე: შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება, თუ მთავრობა ძალისხმევას არ გამოიჩენს
  • 817ნახვები

ნაბიჯები, რაც მათ [საქართველოს მთავრობამ] გადადგეს, რეალურად, არ შეესაბამება ევროკავშირის მიზნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს მთავრობაზე უნდა შემცირდეს. ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოში. ეს ფანჯარა დაიხურება თუკი საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ გამოიჩენს იმისათვის, რომ ერთობლივად ჩაერთოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ინტეგრაციის აქტივობებში. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ბრიუსელში როგორც NATO, ასევე ევროკავშირი უპრეცედენტოდ აღებს კარს გაფართოებისთვის. ჩვენ უნდა ვნახოთ უფრო მეტი ძალისხმევა, კიევსა და კიშინიოვთან ერთად გადაიდგას ნაბიჯები ინტეგრაციისკენ. 1999 წელს იყო გაფართოების დიდი ფანჯარამ რომელიც ასევე გამოტოვა საქართველომ და ისმის კითხვა: რატომ არ აკეთებს მთავრობა უფრო მეტს იმისათვის, რომ სცადოს და გადადგას ნაბიჯი საერთო მიზნისაკენ კიევსა და კიშინიოვთან ერთად. არ ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრმა თუნდაც დაურეკა თავის კოლეგებს კიევსა და კიშინიოვში. ამიტომ, ეს ცოტა შემაშფოთებელი ფენომენია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ევროპული და დასავლური მისწრაფებები.

განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა