logo
ENG


მელია: ეკონომიკური ზრდაა ის, რასაც მოქალაქე ჯიბეზე გრძნობს, სხვა ყველაფერი მანიპულაციაა
ნიკა მელია
01 ნოე, 2022 12:41
მელია: ეკონომიკური ზრდაა ის, რასაც მოქალაქე ჯიბეზე გრძნობს, სხვა ყველაფერი მანიპულაციაა
  • 602ნახვები

ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას. ამტკიცებს დაჟინებით თუმცა ავიწყდება - ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა თავის ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა.

რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე - 10%-ზე, მაშინ როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა 5%-ია. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლოებით 25% შეადგინა. რას ნიშნავს ეს - შეიძლება, გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული ნომინალურად, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და ამ დროს, ჩვენს მეზობელ სომხეთში წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 13%. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს და მას ედრება ა რატომღაც მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უშლის ქოთნისთვის სასურველ მხარეს ყურის გამობმაში. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ მთელ ევროპას და ამერიკას შურდაო, ისეთი სურათი დახატა თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდეს, ჩამოთვალა ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა ჩვენსაზე ნაკლებია, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენად მეტი ქვეყანა გვისწრებს. გარდა ამისა, ეს არის ტიპური მანიპულაცია - მშპ-ის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად ლუქსემბურგის 1 მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება 1200 დოლარით, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით. ღარიბაშვილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად გვატყუებს და გვეუბნება, რომ "სამაგიეროდ გვაქვს ეკონომიკური ზრდა". 

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. გუშინ, 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "9 თვეში 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ ევროპაში".



ასევე ნახეთ
close დახურვა